ამობრუნებული და დამტვრეული მანქანები თბილისში - კადრები, რომლებზეც დღეს მთელი ქალაქი ლაპარაკობს
თბილისში ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები გამოჩნდა. მსგავსი ინსტალაციები დადგეს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში: ვაკეში ვაკის პარკთან და საბურთალოზე. თბილისის მერიის ცნობით, ინსტალაციები კერძო კომპანიის აქციის ნაწილია, რომლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.