loader

„ბალნეოკურორტი წყალტუბო“ ოფიციალურად გახდა ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) წევრი და ამ ფაქტის აღმნიშვნელ ორდღიან მედიატურს უმასპინძლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ბალნეოკურორტი წყალტუბო“ ოფიციალურად გახდა ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) წევრი და ამ ფაქტის აღმნიშვნელ ორდღიან მედიატურს უმასპინძლა

"ბალნეოკურორტი წყალტუბოს", ბევრი დამსვენებლისათვის ცნობილი მე-6 აბაზანის ინიციატივითა და ორგანიზებით, 6-7 აპრილს ორდღიანი მედიატური გაიმართა. სტუმრებმა 2 დღის განმავლობაში მოინახულეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნავი ადგილები, პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს ტურიზმის ადმინისტრაციის ეგიდით, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი და რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ საშუალება, ადგილზე გაცნობოდნენ "ბალნეოკურორტი წყალტუბოს" უნიკალური რადონული მინერალური წყლების გამაჯანსაღებელ და სამკურნალო პროცედურებს. სტუმრების განთავსებაზე იზრუნა ტურისტებისათვის ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა სასტუმრო "პრომეთემ", რომელიც სულ რაღაც 200 მეტრის მოშორებით მდებარეობს წყალტუბოს რეკრეაციული ზონისა და მე-6 აბაზანიდან, ხოლო მათი ტრანსპორტირება უზრუნველყო "ჯორჯიან ბასმა" უახლესი ავტობუსით #იმოგზაურევისოლთანერთადკამპანიის ფარგლებში. მედიატურის მიზანი იყო, პრესის წარმომადგენლები ახლოს გაცნობოდნენ კურორტის სპეციფიკას და ჰქონოდათ სწორი წარმოდგენა მის მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე.