loader

რა ღირს სატაცური საქართველოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ღირს სატაცური საქართველოში?

მწვანე სატაცურზე მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ ადგილობრივი წარმოება ბაზრის დაკმაყოფილებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. პროდუქტის მწარმოებელი, კოოპერატივი "რკ ოზაანის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ სატაცურის საბითუმო ღირებულება საშუალოდ 15 ლარი, სუპერმარკეტების ქსელში კი 25-30 ლარია. მისი თქმით, მიუხედავად მაღალი ფასისა, მოსახლეობაში სატაცური დიდ დაინტერესებას იწვევს.

ზოგადად, სატაცურის ნაკლებად ცნობადობის გამო წლების განმავლობაში პროდუქციის იმპორტი საერთოდ არ ხდებოდა, თუმცა ბოლო წლებში ეს ტენდენცია შეიცვალა. მაგალითად, 2017 წელს სატაცურის იმპორტი 2016 წელთან შედარებით თითქმის 6-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, 2016 წელს ქვეყანაში ათას 500 დოლარის ღირებულების სატაცური შემოვიდა, 2017 წელს - 8 ათას 400 დოლარის, 2018 წელს კი 6 ათას 200 დოლარის სატაცურის იმპორტი განხორციელდა. მისი იმპორტი, ძირითადად, ნიდერლანდებიდან ხორციელდება, მცირე ნაწილი კი - ლუქსემბურგიდან შემოდის.