კურიოზული ინციდენტი - ანგელა მერკელს ტერეზა მეის დახვედრა დაავიწყდა, მოგვიანებით კი კამერების დასანახად თავიდან შეხვდა
ბერლინში "ბრექსითის" თემაზე მოლაპარაკებებზე ჩასულ ტერეზა მეის, რომლის დასახვედრად წითელი ხალიჩა გაშალეს, ანგელა მერკელი არ დახვედრია. "ინდეფენდენტის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ შენობაში ტერეზა მეი მარტო შედის, ცოტა ხნის შემდეგ ის და ანგელა მერკელი ერთად გამოდიან წითელ ხალიჩაზე, ფოტო და ტელეკამერების წინ ერთმანეთს ესალმებიან და ისევ შენობაში ბრუნდებიან.