"სად არის ის ქალბატონი? დაუძახეთ... არ მინდა იქ, აქ მინდა!" - სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ტრიბუნა გურამ პეტრიაშვილმა დაიკავა
"სად არის ის ქალბატონი? დაუძახეთ, მომეცით სიტყვა, არ მინდა ზემოთ, აქ მინდა ვთქვა," - ავლაბრის ცერემონიის სასახლის ტრიბუნა, სადაც სიტყვით სალომე ზურაბიშვილი უნდა გამოსულიყო, პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრმა, მწერალმა გურამ პეტრიაშვილმა დაიკავა. კადრებს "რუსთავი 2" ავრცელებს.