loader

"ტარო" თავისუფალია - როგორ გამოიყურება 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ "კანონიერი ქურდი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტარო" თავისუფალია - როგორ გამოიყურება 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ "კანონიერი ქურდი"

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი რუსეთში, ორენბურგის ოლქში მდებარე ციხიდან გათავისუფლდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება, მის შემდგომ ბედს სამართალდამცველები გადაწყვეტენ.

"დღეს მისი სასჯელის მოხდის ვადა ამოიწურა. ტარიელ ონიანი გათავისუფლებულია კოლონიიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით. მისი შემდგომი ბედი სამართალდამცველების კომპეტენციაშია", - განაცხადეს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო ტარიელ ონიანის დეპორტირებაზე, ვინაიდან მას რუსეთის მოქალაქეობა არ აქვს.