loader

"ყაზტრანსგაზ თბილისი": დიღმის მასივში აფეთქება, სავარაუდოდ, გამათბობელის თვითნებურად მონტაჟმა ან დემონტაჟმა გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყაზტრანსგაზ თბილისი": დიღმის მასივში აფეთქება, სავარაუდოდ, გამათბობელის თვითნებურად მონტაჟმა ან დემონტაჟმა გამოიწვია

"ყაზტრანსგაზ თბილისის" ტექნიკური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, დიღმის მასივში, მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ, გამათბობელი დანადგარის თვითნებურად მონტაჟმა ან დემონტაჟმა გამოიწვია. მისივე ინფორმაციით, ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა, "ყაზტრანსგაზ თბილისს" შემოწმებული ჰქონდა, თუმცა, მაშინ შეფერხება არ დაფიქსირებულა. აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ხეჩინაშვილის კლინიკაში ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 21 წლის გიორგი ხოშტარია სწორედ იმ ბინაში იყო, რომელიც აფეთქდა. აფეთქების შედეგად სულ 8 ადამიანი დაშავდა - მათ შორის ერთი 7 თვის ბავშვია.