loader

ამ კადრების ნახვის შემდეგ თქვენც ბათუმში, თევზის ფესტივალზე ყოფნა მოგინდებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ კადრების ნახვის შემდეგ თქვენც ბათუმში, თევზის ფესტივალზე ყოფნა მოგინდებათ

ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, სადაც საქართველოში, უკრაინასა და თურქეთში წარმოებული თევზეული და მისგან მომზადებული ტრადიციული კერძები იყო წარმოდგენილი.

ფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად დაესწრო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი მიზნად ისახავს აქვაკულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის თევზმოშენების სფეროში ჩართული ორგანიზაციებისა და პირების ურთიერთდაკავშირებას, მათ შორის გამოცდილებების გაზიარებისა და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს არსებული ჰიდროპოტენციალის უფრო ეფექტურ გაზრდას და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებს.

ღონისძიება ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაციის “ფორეჯის“, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის “სენი“ და ალიანს ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა.

ავტორი: მარიკო კეკელიძე