loader

თვალი შეავლეთ მსოფლიოს ყველაზე მსხვილ აეროპორტს, რომელიც მგზავრებს ხვალიდან, ათათურქის ნაცვლად, მოემსახურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვალი შეავლეთ მსოფლიოს ყველაზე მსხვილ აეროპორტს, რომელიც მგზავრებს ხვალიდან, ათათურქის ნაცვლად, მოემსახურება

სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან ბოლო ავიარეისი განხორციელდა. ბოლო რეისი ავიაკომპანია Turkish Airlines-მა სინგაპურის მიმართულებით, ღამის 02:00 საათზე შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ 6 აპრილის 14:00 საათიდან ათათურქის ნაცვლად ფრენები სტამბოლის ახალი აეროპორტიდან განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის აეროპორტის გახსნის ცერემონია გასული წლის 29 ოქტომბერს შედგა.

ახალი აეროპორტის მშენებლობის ყველა ეტაპი 2023 წელს დასრულდება, რის შემდეგაც ის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი აეროპორტი გახდება, რომელიც ყოველწლიურად 200 მილიონ მგზავრს მოემსახურება.