loader

დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი, რომელსაც ბოლნისში 3 სახლის გაქურდვა ესდება ბრალად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი, რომელსაც ბოლნისში 3 სახლის გაქურდვა ესდება ბრალად

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში, ბოლნისში 3 საცხოვრებელი სახლიდან სამკაულები და თანხა მოიპარა.

"სამართალდამცველებმა მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 2 აპრილს ა.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, რომელსაც მისი ოჯახის წევრი ესწრებოდა. გამოკითხვის დროს ა.მ-ს დედამ განაცხადა, რომ ამოღებული ნივთები მისი საკუთრებაა.