loader

ადრე თქვენზე ვთქვი, რომ "თი-ბი-სიზე" შეტევისას მსხვერპლი ხართ, რადგან თქვენს აკანკალებულ ხელებს ვხედავდი, დღეს ჩვეულებრივი ჯალათი იყავით - ჭიაბერაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადრე თქვენზე ვთქვი, რომ "თი-ბი-სიზე" შეტევისას მსხვერპლი ხართ, რადგან თქვენს აკანკალებულ ხელებს ვხედავდი, დღეს ჩვეულებრივი ჯალათი იყავით - ჭიაბერაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს

"როდესაც თქვენ კომიტეტზე გამოცხადდით, მე ვთქვი, რომ "თი-ბი-სი ბანკზე" მთელ ამ ორკესტრირებულ შეტევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც მსხვერპლია-მეთქი, ვინაიდან ვხედავდი რა თქვენს აკანკალებულ ხელებს და გაწითლებულ სახეს, მაგრამ დღეს გიყურებდით ტრიბუნაზე გამოსვლისას და თქვენ ჩვეულებრივი ჯალათი იყავით", - ამ სიტყვებით "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს "თი-ბი-სი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ფულის გათეთრების მუხლით ამ საქმის დაწყება ერთადერთი საშუალება იყო იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკს ძველი წლების საქმეში "ხელი ეფათურებინა".