კადრები ლანჩხუთიდან, სადაც ერთმანეთს სამი ავტომობილი დაეჯახა - "ბმვ"-ს მძღოლი ადგილზე დაიღუპა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, "ბმვ"-ს მარკის ავტომობილი ჯერ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა, შემდეგ კი - ჯიპს. შემთხვევის შედეგად "ბმვ"-ს ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: მაიკო ძაგანია