წყლით დაფარული ქალაქები და სოფლები - ირანში წყალდიდობას 62 ადამიანი ემსხვერპლა
ირანის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა.
სტიქიური უბედურება თითქმის ორი კვირაა მძვინვარებს. ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ლორისტანის პროვინციაში ძლიერი წვიმების გამო 620 სოფლის გზა მთლიანად არის ჩაკეტილი.
სტიქიური უბედურებების გამო მთავრობა რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებების მიწოდებასაც ვერ ახერხებს, რაც ერთგვარი კამათის თემა გახდა.