"იქნებ ხელფასებზე ყველამ 100-100 ლარი შევაგროვოთ, ვიყიდოთ ეს დინამიკები" - ემზარ კვიციანი დეპუტატებს მიმართავს
"პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი დეპუტატებს ფულის შეგროვებისა და პარლამენტის სხდომათა დარბაზისთვის ხმის გამაძლიერებლის ყიდვისკენ მოუწოდებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ დარბაზში ხმა ცუდად ისმის.