"რას მითხარი ამას პირში, რატომ ამოყარე ნაგავი... ნუ მეხები ხელით" - ფიზიკური დაპირისპირება და ცხარე კამათი "სახალხო კონტროლსა" და ვარკეთილში მდებარე რესტორნის მეპატრონეებს შორის
"სახალხო კონტროლი" ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ საბანკეტო დარბაზში იმყოფებოდა, სადაც მათ ანტისანიტარია დახვდათ. დარბაზის მეპატრონეები გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ.