Johnson & Johnson's კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა: საბავშვო შამპუნში საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს
Johnson & Johnson's-ის საბავშვო შამპუნში საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს, თუმცა, თავად კომპანიაში ამ შემოწმების შედეგებს არ ეთანხმებიან. როგორც „როიტერსი“ წერს, შამპუნის ნიმუშები ინდოეთის რაჯასტანის შტატში მაკონტროლებელი ორგანიზაციის მიერ შემოწმდა. შამპუნის ნიმუშებში ნივთიერება ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, რომელიც ცნობილია, როგორც კარცეროგენი და მას სამშენებლო მასალებში ხშირად იყენებენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ინდოეთში Johnson&Johnson's-ის საბავშვო ტალკში კიბოს გამომწვევი ნივთიერება აზბესტის შესაძლო შემცველობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით ინფორმაცია არ დადასტურდა, რის შემდეგაც კომპანიამ აღნიშნული პროდუქციის წარმოება განაახლა.