ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც უახლოეს დღეებში დედაქალაქში განხორციელდება
თბილისის მერია კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყება. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 45 მილიონი ლარია, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განათების ბოძები, გამწვანება, მოწესრიგდება ბორდიურები. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.