loader

"მე ახლოს ვერ მივედი" - სოფელ ართანაში სასტუმროს მშენებლობაზე კედელი ჩამოინგრა და 4 მუშა მოიყოლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ახლოს ვერ მივედი" - სოფელ ართანაში სასტუმროს მშენებლობაზე კედელი ჩამოინგრა და 4 მუშა მოიყოლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, სასტუმროს მშენებლობაზე ოთხი ადამაინი დაშავდა.

შემთხვევის დროს შენობის ერთ ნაწილიში ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა და რამდენიმე მუშა მოიყოლა.

დაშავებულები თელავის რეფერალურ სავადმყოფოში არიან მოთავსებული.
მათ ქვედა კიდურების და სხეულის სხვადასხვა ნაწილის  მოტეხილობები აღენიშნებათ.
ექიმის თქმით, ოთხივე დაშავებულს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ართანა ჰესის მიმდებარედ სასტუმროს და ღვინის მარნის მშენებლობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

რა გახდა კედლის ჩამონგრევის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე ექსპერტ -კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება 240 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: ნათია წითელაური