loader

"ჯაბა კრედიტის" მიერ დაზარალებულმა 500-მდე ადამიანმა მთავარ პროკურატურას მიმართა - "ის დააკავეს საზღვარზე დიდი რაოდენობით ოქროს გადატანის დროს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯაბა კრედიტის" მიერ დაზარალებულმა 500-მდე ადამიანმა მთავარ პროკურატურას მიმართა - "ის დააკავეს საზღვარზე დიდი რაოდენობით ოქროს გადატანის დროს"

კომპანია "ჯაბა კრედიტის" მიერ დაზარალებულმა 500-მდე ადამიანმა განცხადებით მთავარ პროკურატურას მიმართა და მიკრო-საკრედიტო ორგანიზაციის ხელმძღვანელების საქმიანობის შესწავლა მოითხოვა.

მათი თქმით, საქმეში იკვეთება თაღლითობა და სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლება. ჯამში კი, დაზარალებულების თქმით, მითვისებულია 17 მილიონ ლარამდე თანხა, რომელიც მათ კომპანიას ასესხეს.