"არ შეიძლება ყველა სხდომა დაიწყოთ ასეთი გამოხტომებით" - პარლამენტის სხდომა ხმაურით დაიწყო
პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურით დაიწყო. "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პლენარული სხდომა, რომელიც 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, გვიან დაიწყო.
როგორც მან აღნიშნა, 12:00 საათზე სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა, თუმცა რადგან სხდომა გადავადდა, დარბაზიდან გავიდა, უკან დაბრუნებულს კი დეპუტატთა რეგისტრაციის პროცესი დასრულებული დახვდა, რის გამოც რეგისტრაცია ვეღარ გაიარა.