loader

სურსათი, სუნელები, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები და ბავშვების სისხლი - ტყვიის მაღალი შემცველობა თითქმის, ყველაფერში გამოვლინდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სურსათი, სუნელები, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები და ბავშვების სისხლი - ტყვიის მაღალი შემცველობა თითქმის, ყველაფერში გამოვლინდა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ტყვიის შემცველობაზე თბილისის სხვადასხვა უბანში, 17 ოჯახიდან აღებული 268 ყოველდღიური მოხმარების ნივთის სინჯების ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე, იანვარ-მარტის თვეებში კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა როგორც სამშენებლო მასალებში, ისე საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სურსათში.

როგორც მკვლევარმა და ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა გურანდა არქოფაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ტყვიის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სუნელებში, კერძოდ კი, ყვითელ ყვავილში აღმოჩნდა.