"იყო კუსტარული მანქანა-დანადგარები" - რა დარღვევებზე საუბრობს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ჭავჭავაძეზე მომხდარ ტრაგედიაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ჭავჭავაძის #5-ის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ორი მუშა დაიღუპა, ინსპექტირების დეტალებზე ისაუბრა.