"ოთხი და-ძმიდან უფროსი ყოფილა დათო, ძალიან უჭირდათო ბოლო ხანებში და ბიჭი სამუშაოდ წამოსულა თბილისში" - რას წერენ ჭავჭავაძის გამზირზე მიწის მასის ქვეშ მოყოლილ 26 წლის მამაკაცზე
26 წლის მამაკაცი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მიწის მასის ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა, დავით აბესაძეა. გარდაცვლილის შესახებ პოსტი "ფეისბუკზე" გავრცელდა.
"ახალგაზრდააო, სულ რაღაც 26 წლის, რომელიც სულ მალე ოჯახის შექმნას აპირებდაო, ეს წუთია ჩემი ყოფილი მოსწავლე მწერს, ვაკეში მიწის ჩამოშლას რომ ემსხვერპლა დღეს, იმ ბიჭზე...
სულ რაღაც 26 წლის დათო აბესაძე, მამა მაღაროელი იყოო ჭიათურაში და შეუმცირებიათ, დედა საბაგიროს მემანქანეო და ოთხი და-ძმიდან უფროსი ყოფილა დათო, ძალიან უჭირდათო ბოლო ხანებში და ბიჭი სამუშაოდ წამოსულა თბილისში, თბილისში, სადაც ყველგან თხრიან, სადაც ყველგან შეიძლება გათხარო. იქაც კი, სადაც მიწა შეიძლება ჩამოიშალოს და ერთი სიცოცხლე წაიღო და მეორეს ეძებენ...
ბიჭი ემსხვერპლა ამ განუკითხაობას, ბიჭი, რომელიც სულ მალე საოცნებო ოჯახის შექმნას გეგმავდა, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შეჭირვებულ ოჯახს საარსებოს აწვდიდა თავისი ოფლით.
აი, რა ხდება სიკვდილის ქალაქში, დიახ, სიკვდილის, ისეა გაცემული აქ სამშენებლო ნებართვები, რომ ყოველდღიურად მსგავსი უბედურება ხდება და როდის, როდის უნდა შეჩერდეს ეს სასაკლაო?!" - წერს ჟურნალისტი ლაურა აბრამია.
ასევე დაგაინტერესებთ: რა თქვეს გეოლოგებმა, როცა ჭავჭავაძეზე ტრაგედიის ადგილი დაათვალიერეს
როგორ გამოიყურება ტრაგედიის ადგილი ზემოდან - დრონით გადაღებული კადრები ჭავჭავაძის გამზირიდან
მძიმე და ემოციური კადრები - მაშველებმა ჭავჭავაძეზე ჩამოშლილი მიწის მასიდან 26 წლის ბიჭის ცხედარი ამოიყვანეს