სამეფო სკანდალი უფრო შორს წავიდა - ნუგზარ ბაგრატიონი ილია ჭავჭავაძის უკანონო შვილის შვილიშვილია?
ქართული "სამეფო კარის თამაშები" აქტუალობას არ კარგავს - ბაგრატიონების ორი შტოს დაპირისპირებამ საზოგადოების ყველა ფენა ჩაითრია. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ სასამართლოში დავა დაიწყეს. მოსარჩელე მხარე, ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობაში სდებს ბრალს და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლური თანხის - 1 ლარის გადახდას ითხოვს.