"უახლოეს მომავალში მე ვიქნები უკრაინაში... ისე მომენატრა კიევი, ოდესა და სხვა ადგილები" - სააკაშვილის განცხადებით, როგორც კი პოროშენკო ძალაუფლებას დაკარგავს, უკრაინაში დაბრუნდება
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ აპრილს უკრაინაში დაბრუნება გადაიფიქრა.
"მე განვაცხადე, რომ უკრაინაში 1-ელ აპრილს ჩავფრინდებოდი, თუ პეტრო პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავიდოდა. ჯერჯერობით მე ამას ვერ ვხედავ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, როგორც კი პოროშენკო ძალაუფლებას დაკარგავს და უკრაინაში მის არშეშვებაზე ბრძანება ძალას დაკარგავს, ის უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებით ისარგებლებს.