რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი, რომელიც სიდიდით მეორე ავიაკომპანიის თანამფლობელი იყო, ავიაკატასტროფაში დაიღუპა
რუსეთის სიდიდით მეორე ავიაკომპანია "ეს 7"-ის თანამფლობელი ნატალია ფილევა გერმანიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. კერძო თვითმფრინავი ფრანკფურტთან ახლოს, ეგელსბახის აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფას, ფილიევას გარდა, კიდევ ერთი მგზავრი და პილოტი ემსხვერპლნენ.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. კერძო თვითმფრინავი საფრანგეთის ქალაქ კანიდან მიფრინავდა.
ნატალია ფილევა "ციმბირის ავიახაზების" მთავარი მეწილე იყო, რომლის 96 თვითმფრინავი 26 ქვეყნის 181 ქალაქში დაფრინავს.