ბათუმში ბომბს ეძებდნენ - რას ამბობს სამორინეს მენეჯერი
ბათუმში სასტუმრო "შერატონში" ცრუ შეტყობინება კონკურენტებმა ან განაწყენებულმა მოთამაშეებმა განახორციელეს"- ამის შესახებ სასტუმრო "შერატონის" სამორინეს მენეჯერმა შოთა ამირანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქემ 112-ში დარეკა და განაცხადა, რომ სასტუმრო "შერატონში" ბომბი იყო დამონტაჟებული. მომხდარის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შენობიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განახორციელა. ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ.