ქურდობა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დაცულ და დალუქულ ობიექტზე: შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი გაქურდეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი გაქურდეს. სარემონტოდ გადაყვანილი მი-8 ამ დრომდე ანგარშია და საცდელ გაფრენას ვერ ასრულებს. ვერტმფრენს ნაწილები მოხსნეს და მოიპარეს.
თბილისის საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ანგარში, ვერტმფრენი შესაკეთებლად თავდაცვის სამინისტრომ გადაიყვანა, მოგვიანებთ საფრენი აპარატი თავდაცვამ სასაზღვრო პოლიციას გადასცა და მისი სარემონტო სამუშაოები იწყებოდა.
მოულოდნელად საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე სამხედრო საფრენი აპარატების ზონაში განგაში გამოცხადდა. ბორტმექანიკოსებმა შემოწმების დროს აღმოუჩინეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენიდან ნაწილები მოპარული იყო. ინფორმაციას "შაბათის კურიერი" ავრცელებს.