რეალურად, რა თქვა ირანელმა მომღერალმა ქართველებზე და რა იყო ტყუილი ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში
24 მარტს დიდ საკონცერტო დარბაზში ირანელმა მომღერალმა ამირ თათალომ კონცერტი გამართა. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მომღერალი თავის მსმენელებს მიმართავს. რამდენიმე "ფეისბუქგვერდმა" გაავრცელა თარგმანი, რომელშიც მომღერალი თითქოს, საქართველოს და მის მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდა.