ხალხი თავის გადასარჩენად ცეცხლმოკიდებული მრავალსართულიანი შენობიდან ხტება - დრამატული კადრები ცოტა ხნის წინ გავრცელდა
ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში 24-სართულიან შენობაში ცეცხლი გაჩნდა. გარდაცვლილია 5 და დაშავებულია ათეულობით ადამიანი. სოციალურ ქსელებში ვიდეოები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ხტებიან ადამიანები ოფისის მეცხრამეტე სართულიდან თავის გადარჩენის მიზნით.