"გადმოვიწერე და ჩემს რამდენიმე მეგობარს გადავუგზავნე" - ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულის კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
ვაღიარე ის, რაც მოხდა. გადმოვიწერე ინტერნეტიდან და ჩემს რამდენიმე მეგობართან, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ, გადავგზავნე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების საქმეზე ბრალდებულმა ანტონ ღლონტმა განუცხადა.
ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს კიდევ სამ პირთან ერთად 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.
როგორც ღლონტი აცხადებს, მას გამოძიების ეტაპზეც არ დაუმალავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი მას ჰქონდა.
ღლონტი აცხადებს, რომ აღნიშნული ვიდეო მან "გუგლიდან" გადმოიწერა.