loader

თქვენ მათ თბილისში ყოველდღე ხედავთ, ეხმარებით, მაგრამ მათზე არაფერი იცით - 2 ისტორია და მიზეზები, რის გამოც ქუჩაში გამოვიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თქვენ მათ თბილისში ყოველდღე ხედავთ, ეხმარებით, მაგრამ მათზე არაფერი იცით - 2 ისტორია და მიზეზები, რის გამოც ქუჩაში გამოვიდნენ

ორი პერსონაჟი სხვადასხვა ცხოვრებისეული ისტორიით, თუმცა ორივე მათგანი სიდუხჭირის გამო ქუჩაში გამოვიდა.
მოხუცი ქალი, რომელიც 2 ობოლ ბავშვს ზრდის, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით მოწყალებას ქუჩაში გამვლელებისგან ითხოვს. როგორც მან "პალიტრავიდეოსთან" საუბრისას აღნიშნა, ამ ყველაფერს ბავშვების უზრუნველსაყოფად აკეთებს. მძიმეა მისთვის, იჯდეს ქუჩაში და გამვლელების იმედად იყოს, თუმცა ასაკის გამო სამსახურს ვერ შოულობს და სხვა გამოსავალი არ აქვს.

ჩვენი სიუჟეტის მეორე პერსონაჟი ვახტანგ ცეცხლაძეა. რამდენიმე დეტექტიური რომანის ავტორი დღეს მეტროში გიტარაზე საკუთარ კომპოზიციებს უკრავს და დამატებით შემოსავალს ასე შოულობს. ყოველ დილით ქუთაისის მატარებელს გორიდან მოყვება. როგორც ამბობს,  მისი ერთ-ერთი რომანი - "უპროცესო განაჩენი" 1994 წელს დაიბეჭდა და იმ წლის ბესთსელერი იყო.