"თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, უჭირს... ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ჩვენს თანამშრომლებს" - რა განცხადება გააკეთა კალაძემ, როდესაც მერიის თანამშრომლის მიერ ქრთამის აღებაზე საუბრობდა
რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და კანონის გვერდის ავლით, მოქალაქეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გამოძახების გადავადებისათვის ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი. აღნიშნულ საქმეზე კომენტარი კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.