ჯგუფ ''ნიუტონის'' სოლისტი თამარ ბაბილუა, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა, გარდაიცვალა
ახალგაზრდა მუსიკოსი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, რომელიც ბოლო სამი წლის განმნავლობაში სიმსივნეს ებრძოდა, გარდაიცვალა. ინფორმაცია Ambebi.ge-ს მუსიკოსის მეგობრებმა დაუდასტურეს.
თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბენდის "ნიუტონის" სოლისტი იყო. 2015 წელს მას სიმსივნე აღმოაჩნდა, მაგრამ შემოქმედებითი პაუზა არ გაუკეთებია, მეტიც - პირველი ოპერაციის შემდეგ მან დაამყარა საქართველოს რეკორდი – 25 საათის განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა ფორტეპიანოზე. ბაბის ერთი შვილი დარჩა.