რატომ გამოაძევეს გერმანიიდან საქართველოს 100-მდე მოქალაქე
რეადმისიის ფარგლებში გერმანიიდან საქართველოს 100-მდე მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. ისინი საქართველოში სპეციალური რეისით უკვე ჩამოფრინდნენ. როგორც "პალიტრანიუსს" "ფრონტექსის" მონიტორინგის სამსახურის დამკვირვებელმა ირმა ცირამუამ განუცხადა, გამოძევებულთა შორის ძირითადად არიან ოჯახები. ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია პერიოდულად ხორციელდება.