"შეფ მარკეტერის" მორიგი კულინარიული დუელი - მონაწილეებმა ზღვის პროდუქტების სალათა გააკეთეს
კულინარიული შეჯიბრი #CHEFმარკეტერი ისევ გრძელდება. ჟურნალ "გემრიელიას" მორიგ ღონისძიებას რესტორანი "ლეიქ სთეიშენი" მასპინძლობდა. გემრიელი კერძების მომზადებაში ერთმანეთს სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ეჯიბრებოდნენ. "შალვინოს", "ნოვას", "გრინლენდ ოაზისის", "ლიტვური საცხობის" წარმომადგენლებმა თავიანთი კულინარიული ხელოვნება ზღვის პროდუქტების სალათის მომზადებაში გამოავლინეს. მონაწილეების სალათები, ვიზუალური მხარისა და პიკანტური გემოს გარდა, სხვა კრიტერიუმითაც შეაფასეს. მათ ორიგინალური სახელი უნდა მოეფიქრებინათ. #CHEFმარკეტერის მარტის თვის გამარჯვებული ეკა ლებსვერიძე გახდა. მან სალათას "კრეტა" უწოდა. ღონისძიების სპონსორები კომპანია "კოლორპაკი" და "პალიტრა ლ" იყვნენ. მათ მონაწილეებისთვის პრიზები დააწესეს.