ნინი ბადურაშვილის მამა, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა
57 წლის ასაკში რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
"ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ერეკლე ბადურაშვილის ოჯახს. ქართველი რეჟისორი და სცენარის ავტორი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერეკლე ბადურაშვილი, რომელიც არაერთი ფილმის ავტორია, ბოლო პერიოდში მის ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე, "ხიდზე" მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის კოპროდუქციაა" - ვკითხულობთ კინოცენტრის განცხადებაში.
ერეკლე ბადურაშვილმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.