ხანგრძლივი აპლოდისმენტები ზაზა ფაჩულიას: "გოლდენ სტეიტმა" საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს საჩემპიონო ბეჭედი გადასცა
24 მარტს "დეტროიტ პისტონსი" სტუმრად ზაზას ყოფილ კლუბთან, "გოლდენ სტეიტთან" 114:121 დამარცხდა. მატჩის დაწყებამდე, ზაზა ფაჩულიას პატივსაცემად, "ორექლ არენაზე" სპეციალური ცერემონია გაიმართა. ზაზას ყოფილმა თანაგუნდელმა, მისმა ყველაზე ახლო მეგობარმა კლეი ტომპსონმა ქართველ ცენტრს 2017-2018 წლების NBA-ს საჩემპიონო ბეჭედი გადასცა.
"უორიორსის" გულშემატკივრებმა ზაზა ხანგრძლივი ოვაციით დააჯილდოეს, "ორექლ არენის" დიდ ეკრანებზე კი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნისადმი მიძღვნილი სპეციალური ვიდეო აჩვენეს.
"უორიორსის" გულშემატკივრებმა ზაზა ხანგრძლივი ოვაციით დააჯილდოეს, "ორექლ არენის" დიდ ეკრანებზე კი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნისადმი მიძღვნილი სპეციალური ვიდეო აჩვენეს.