loader

იენს სტოლტენბერგი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იენს სტოლტენბერგი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი მთავრობის ადმინისტრაციაში მისვლით დაიწყო. იენს სტოლტენბერგმა შეხვედრა საქართველოს პრემიერთან გამართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იენს სტოლტენბერგი და მამუკა ბახტაძე მედიასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დღესვე დაგეგმილია აუდიენცია პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. მოგვიანებით კი, იენს სტოლტენბერგი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს 2019-ის სწავლებაში. ნატოს გენერალური მდივანი გეგმავს, მრავალეროვან ბრიგადას შეხვდეს, რომელიც ნატო-საქართველოს სწავლებაში მონაწილეობს.