შიშველი ქალის სხეულზე გაშლილი სუშის სუფრის გამო "რ2"-ის დილის გადაცემა ბოდიშს იხდის (ჩანაწერის დარედაქტირებული ვერსია)
"რ2"-ის დილის გადაცემაში გასული ჩართვა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა - არაეთიკურობის გამო ტელევიზიამ ვიდეო საიტიდან გააქრო.
"რუსთავი 2"-ის დილის გადაცემაში სუშის თემაზე მომზადებული თემის სადემონსტრაციოდ, ქალის სხეულის გასაგნება მოხდა, - ასეთი შეფასება მოჰყვა მედიაკრიტიკოსების ნაწილისგან ფრაგმენტს გადაცემიდან, რომელსაც "პალიტრავიდეო" დარედაქტირებული ვერსიით გთავაზობთ.
როგორც "მედიაჩეკერი" წერს, სუშის ჭამის იაპონური ტრადიციის აღსაწერად ქალი, როგორც დეკორაცია, ისე იყო გამოყენებული. "რუსთავი 2"-მა თვითრეგულირების ორგანოში განიხილა და "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. გადაცემა "რუსთავი 2"-ის ვებგვერდიდან აიღეს, "დილა მშვიდობისა საქართველოს" სარედაქციო გუნდმა კი მაყურებელს დილის ეთერში გასული კადრების გამო ბოდიში მოუხადა.