ბრალდებულმა ახალდაბაში ყოფილ მეუღლეს სცემა - ოჯახური ძალადობის ბრალდებით პოლიციამ 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ბორჯომის რაიონის დაბა ახალდაბაში ყოფილ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალქალაქში დააკავეს ერთი პირი.