loader

"თავად ექიმმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოშორდეს საქმიანობას" - ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის გოგონას ექიმმა საქმიანობა შეიჩერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავად ექიმმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოშორდეს საქმიანობას" - ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის გოგონას ექიმმა საქმიანობა შეიჩერა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გარდაცვლილი 28 წლის ქალის ექიმმა საქმიანობა შეიჩერა.

ცოტა ხნის წინ, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. გარდაცვლილის ახლობლებმა ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთი გადაკეტეს, სამართალდამცავები გზის გახსნას შეეცადნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ორი დღის წინ ბათუმში 28 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები ექიმს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.


ასევე დაგაინტერესებთ: ინციდენტი ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე: გარდაცვლილი 28 წლის ქალის ახლობლებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

"ბრმა ნაწლავის გახეთქვის ნიადაგზე გარდაიცვალა ბავშვი" - ბათუმში ორი დღის წინ გარდაცვლილი 28 წლის გოგონას ახლობლები საავამყოფოსთან აქციას მართვენ