"ჩემი ჩვეულებრივი დღე არის ბარგალკა, წიგნი, ჭამა, ძილი" - გიორგი მარგველაშვილის ერთი დღე და ტური ყოფილი პრეზიდენტის სახლში, რომლის დაქირავებაც ყველა შეუძლია
80 დოლარი ერთ დღე-ღამეში - ამ ფასად ნებისმიერ მსურველს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ხელით აშენებულ სახლში ღამის გათენება შეუძლია.
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა. 4 ივნისამდე კი ოთახის ქირაობა 20%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. სახლის გაქირავებას პრეზიდენტის ქალიშვილი - ანა მარგველაშვილი, კურირებს, ოთახი airbnb.com-დან იჯავშნება.
პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ ალტერნატიული შემოსავლის ძებნაში ოჯახმა გადაწყვიტა, რომ გააქირაოს კოტეჯი ეზოში, რომელიც პრეზიდენტობის დროს ააშენეს და პირველი ლედის ხელით მოაწყეს.