"ბრმა ნაწლავის გახეთქვის ნიადაგზე გარდაიცვალა ბავშვი" - ბათუმში ორი დღის წინ გარდაცვლილი 28 წლის გოგონას ახლობლები საავამყოფოსთან აქციას მართვენ
ბათუმში ორი დღის წინ გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლები რეფერალურ საავადმყოფოსთან მდუმარე აქციას მართავენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, ისინი მომხდარში მკურნალ ექიმებს ადანაშაულებენ.
ოჯახის ინფორმაციით, 28 წლის გოგონას ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
"ექიმებს ლიცენზია დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერდეთ, მათ ახალგაზრდა გოგო მოგვიკლეს და გვინდა, რომ მელანოს შემთხვევა უკანასკნელი იყოს",- განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ ზაურ დარჩიძემ.