"რამდენიმე თვეში ქორწილი უნდა ჰქონოდა" - ბათუმის კლინიკაში 28 წლის გოგონას გარდაცვალების დეტალები
ბათუმის კლინიკაში 28 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალებამდე კლინიკა "მედცენტრში" ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც მელანო ფუტკარაძის ახლობლები ამბობენ, 28 წლის პაციენტი თავდაპირველად ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, თუმცა, ის ექიმებმა სახლში მალე გაწერეს. გარდაცვლილის დედის თქმით, ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დაუსვეს, რასაც მისი შვილის გარდაცვალება მოჰყვა.