ხმაური და დაპირისპირება ლენტეხში: "წადით, წადით, წადით!"
მცირე ჰესის, "ხელედულა 3"-ის მშენებლობა და მოსახლეობის პროტესტი - ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაანონსებულ შეხვედრაზე შესვლის საშუალება არ მისცეს.
ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად საჯარო განხილვაა დაგეგმილი. თუმცა, ადგილზე მისულ მთავრობის წარმომადგენლებს მოსახლეობა საპროტესტო აქციით დახვდა და მცირე შეკამათება მოხდა. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.