loader

ვინ იყო 8 წლის ბიჭუნა, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო 8 წლის ბიჭუნა, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

8 წლის მოზარდი, რომელმაც დენის დარტყმის შედეგად სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო, გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

"მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ძალიან ძნელია ჩემთვის ამაზე საუბარი", - განაცხადა ქაშიბაძემ.

შემთხვევა 11 მარტს, ფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში მოხდა, სადაც მაღალი ძაბვა გადის.

თავდაპირველად მოზარდი ფოთის ჰოსპიტალში მოათავსეს, თუმცა მალევე თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მოზარდს სხეულის მძიმე ხარისხის (70%-ის) დამწვრობა აღენიშნებოდა.


ასევე დაგაინტერესებთ: როგორ მიულოცა დედას სამი მარტი 8 წლის ბავშვმა, რომელიც დენის დარტყმის შედეგად დღეს გარდაიცვალა