თბილისში 1 ტონამდე ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს - კადრები ადგილიდან და სპეციალისტის კომენტარი
თბილისში 1 ტონამდე ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს, რომელიც დაილუქა და განადგურდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტო ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას აგრძელებს.
"თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინეს. კერძოდ, ორ ბიზნესოპერატორთან - შპს "დადუსა" და შპს "ინაში" დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. შპს "ნიკორადან" (აღნიშნულ შპს-ს არავითარი კავშირი არ აქვს მაღაზიათა ქსელ "ნიკორასთან") ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი, შპს "მიროში" აღმოჩენილია საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.