"ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანდებიან
"ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებას გეგმავენ. როგორც ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები ორ პარტიას შორის დასრულებულია. მისივე განმარტებით, "ევროპული საქართველოსთვის" "თავისუფალი დემოკრატები" ღირებულებით ყველაზე ახლოს მდგომი პარტიაა.