მასწავლებლის ხელფასი იქნება 1500-დან 1800 ლარამდე - მამუკა ბახტაძე
სახელმწიფოში პედაგოგის შრომა უნდა იყოს ყველაზე მეტად დაფასებული, ჩვენ მასწავლებლის ხელფასს სამჯერ ვზრდით, - ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გადაცემაში "პირისპირ" განაცხადა.